დასტინ პორიე
Aa
Aa

„ეს ბოლო ცეკვა იქნება“ - დასტინ პორიემ კარიერის დასრულება დააანონსა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, დასტინ პორიემ The Schmo-სთან პოდკასტში კარიერის დასრულება დააანონსა და განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფულში დიდი ალბათობით, ორგანიზაციაში ბოლოჯერ იჩხუბებს.

რას ამბობს პორიე:

„დიახ, ეს შეიძლება ბოლო ცეკვა იყოს. რეალურად, UFC-სთან თითქმის ყოველ კვირას მაქვს საუბარი და როგორც ჩანს, ზაფხულში, ნიუ ორლეანსში დიდი ალბათობით, ჩემი საპენსიო ბრძოლა იქნება. სწორედ ეს არის, რასაც ახლა ვფიქრობ. UFC-იც ამაზე მუშაობს და ყველაფერი საკმაოდ ახლოსაა. ხელთათმანები იქ უნდა დავდო, სადაც ყველაფერი დაიწყო, ლუიზიანაში... ეს ჩემთვის პატივი იქნება. იმედია, მალე მივიღებ საბოლოო პასუხს“.

36 წლის დასტინ პორიეს MMA-ში 30 ბრძოლა აქვს გამართული და 30-ჯერ შეძლო გამარჯვება, 9-ჯერ კი დამარცხდა. 2019 წლის 13 აპრილს, ამერიკელმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, რომელიც პირველივე დაცვაზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაკარგა.

დასტინ პორიემ ბოლოს გასული წლის ივნისში, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ საჩემპიონო ჩხუბი ჩაატარა და საბმიშენით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები