„ჯობია, საკუთარი თავი დაადანაშაულოს და შეცდომებზე ისწავლოს“ - მერაბმა უმარზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბზე ისაუბრა და რუს მებრძოლს მეტი თავმდაბლობისკენ მოუწოდა.
რას ამბობს „მანქანა“:
„უმარმა ჩხუბის შემდეგ ბევრი მიზეზი მოიფიქრა, მაგრამ მან თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს და მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს. უმჯობესი იქნება შეცდომებზე ისწავლოს და ასე გახდეს უკეთესი“.
ცნობისთვის, დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. უმარის დამარცხების შემდეგ, „მანქანა“ UFC-ის Pound 4 Pound რეიტინგში დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. დვალიშვილზე წინ მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, ალექს პერეირა და ილია თოფურია იმყოფებიან.