ცანავას ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა
Aa
Aa

ცანავას ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა

გასული შაბათ-კვირა ახალგაზრდა ქართველი მოფარიკავეებისთვის წარმატებებით სავსე გამოდგა. საფრანგეთში გამართულ კადეტ ხმლით მოფარიკავეთა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია ცანავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ჯგუფში ხუთივე შეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე, მიიღო უფლება, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე დაესვენა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო.

ცანავამ ოქროს მედლისკენ მიმავალ გზას აგატ მეჟის ძლევით შეუდგა, რასაც ალის დელანოს 15:12 დამარცხება მოჰყვა, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი უშეცდომო იყო ნახევარფინალში ტამარა-დომის დიალოსთან დაპირისპირებაშიც, თუმცა ფინალში ჯასტინ სოსინთან ვეღარაფერს გახდა. ნებისმიერ შემთხვევაში ანასტასია ცანავასთვის, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე შეიძლება ითქვას რომ პირველ ნაბიჯებს დგამს, ეს ვერცხლის მედალი დიდი წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ პრესტიჟულ შეჯიბრებაში წარმატებას კიდევ ერთმა ქართველმა მოფარიკავემ გიორგი ურუშაძემ მიაღწია, რომელიც ჩეხეთში ჩატარებული ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ბედნიერი ვარ“ - ბაზაძე დაბრუნდა და მსოფლიო თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
“ბედნიერი ვარ“ - ბაზაძე დაბრუნდა და მსოფლიო თასზე ბრინჯაოს დაეუფლა