გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ვიცოდი, ბურთი სადაც წავიდოდა“ - მიქაუტაძე რეიმსთან გოლსა და ლიონის გამარჯვებაზე

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ „რეიმსთან“ გამარჯვებისა და გოლის შემდეგ ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა მიქაუტაძემ:

გოლის ეპიზოდზე: ვიცოდი, სადაც ჩააწვდიდა ბურთს, რადგან მატჩის წინ და ვარჯიშის დროსაც ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. ვიცოდი, რომ ძელისკენ უნდა გავქცეულიყავი და ფეხი დამედო.

4:0 გამარჯვებაზე: ძალიან კარგია, რომ 4 გოლი გავიტანეთ. სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და გოლი არ გავუშვით. ოთხი გოლი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. საბოლოო ჯამში, თავს კარგად ვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაშების მოგება და სატურნირო ცხრილში წინსვლა გავაგრძელოთ.

პაულო ფონსეკას მოთხოვნები: მის ხელში ბევრი მომენტის შექმნას ვახერხებთ და ასევე, თავს ერთიანად ვიცავთ. ერთიანობით სულ უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით და ეს მომავლისთვის კარგია.

ახალ მწვრთნელთან ადაპტირება: მასთან კარგად ვადაპტირდით და პირიქით, მანაც გაიარა ჩვენთან ადაპტაცია. მას თავისი სათამაშო სტილი აქვს და კვირის განმავლობაში ბევრს ვმუშაობთ კარგი სპექტაკლების ჩატარებისთვის. ეს მოხდა დღესაც.

ბოლო წუთზე გატანილი გოლი: მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯერა, რომ გოლს გაიტანს. 90-ე წუთამდე შანსი არ მქონდა, მაგრამ ბოლოსკენ ერთი შანსი მივიღე და გამოვიყენე. სანამ გავიტანდი გავიფიქრე, რომ ეს ერთადერთი შანსი იყო და აუცილებლად უნდა გამეტანა, ასეც მოვიქეცი.

ვცდილობ, რომ პარტნიორებს სივრცე შევუქმნა, სიღრმისეულად ვიმოქმედო და აქტიური ვიყო. სწორედ ამას გვთხოვს მწვრთნელი თავდამსხმელებს. კარგია, რომ ეს წარმატებით შევძელი.

ქართველი შემტევისთვის, ეს მატჩი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21-ე იყო და ამ დროის განმავლობაში მან ხუთჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ამასთან, მიქაუტაძის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.

21 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს, სტუმრად „მონპელიესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფონსეკას პირველი გამარჯვება და ჟორჟის მე-5 გოლი | ლიონმა რეიმსი გაანადგურა
ფონსეკას პირველი გამარჯვება და ჟორჟის მე-5 გოლი | ლიონმა რეიმსი გაანადგურა