გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

დუბლი სლოგასთან - გულიაშვილმა ამჯერად თასზე გაიბრწყინა

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და თავი ამჯერად ქვეყნის თასის გათამაშებაში გამოიჩინა. ტურნირის 1/8 ფინალში „სარაევო“ საკუთარ მოედანზე „სლოგა დობოის“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

გიორგი გულიაშვილმა თავი დუბლით გამოიჩინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა 27-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, 55-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საგულისხმოა, რომ გულიაშვილს ჰეთ-თრიკის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა მე-80 წუთზე მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ შემადგენლობაში ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, თასის გათამაშებაში კი თავი მისი გუნდისთვის ეს პირველი მატჩი იყო და პირველივე შეხვედრაში დუბლის შესრულება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები