ჩაუნიშნეთ მახაჩევთან ბრძოლა - დვალიშვილი თოფურიას სურვილზე
ისლამ მახაჩევისა და რენატო მოიკანოს სატიტულო ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელშიც პირველმა მათგანმა ქამარი კიდევ ერთხელ და ამჯერად უპრობლემოდ დაიცვა, ილია თოფურიას მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულმა სურვილმა, ზედა დივიზიონში ასვლასთან და დაღესტნელ მებრძოლთან დაპირისპირების თაობაზე, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ჯერჯერობით ამ თემის შესახებ UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს დენა უაითს გადაჭრით არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, ისაუბრა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა, ვისაც შეკითხვა Souther Cross Combat-ის Youtube-არხზე სტუმრობისას დაუსვეს.
რას ამბობს დვალიშვილი
ილია ჩემი კარგი მეგობარია და მის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული. სურს ზედა დივიზიონში ანაცვლება და „ელ მატადორის“ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ახლა ყველაფერი მატჩმეიქერებზეა დამოკიდებული - მათ თოფურიას ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, ან ჩარლზ ოლივეირასთან, ან დასტინ პორიესთან სუპერშეხვედრები დაგეგმონ. რაც არ უნდა გააკეთოს, პირადად მე ყოველთვის ილიას გვერდით ვიქნები.
შეგახსენებთ, რომ ყველა წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ-ხუთეულში ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის სახით ორი ქართველია. პირველმა მათანმა საჩემპიონო ტიტული ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მეორემ კი შონ ომალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.