გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

ფონსეკას პირველი გამარჯვება და ჟორჟის მე-5 გოლი | ლიონმა რეიმსი გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „რეიმსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.

„ლიონის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პოულო ფონსეკამ თავის მეორე მატჩში გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და ბოლომდე შეუცვლელად ათამაშა. ამ დროის განმავლობაში მიქაუტაძე აქტიურობდა და ლამაზი ეპიზოდებიც ჰქონდა. საბედნიეროდ, ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე არ დატოვა და შეხვედრის მიწურულს, მეტოქის კარში მეოთხე გოლი გაიტანა.

მიქაუტაძის გოლი და მომენტები:

„ლიონმა“ ანგარიში 36-ე წუთზე, ტალიაფიკოს გოლით გახსნა. მეორე ნახევარში, 68-ე წუთზე ტოლისომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 79-ე წუთზე ჩერკიმ მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში უნდა აღინიშნოს გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაში. ქართველმა თანაგუნდელის პასის მომენტში, ბურთი ეფექტურად გაატარა, რასაც ჩერკის გოლიც მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს, გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა.

ქართველი შემტევისთვის, ეს მატჩი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21-ე იყო და ამ დროის განმავლობაში მან ხუთჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ამასთან, მიქაუტაძის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.

21 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს, სტუმრად „მონპელიესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები