ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ყველაზე მეტად მას მინდა ვატკინო - ანკალაევი პერეირასთან ბრძოლის წინ

დღეს დილით დრიკუს დუ პლესიმ საშუალო წონით დივიზიონში ქამარი წარმატებით დაიცვა. ზუსტად ერთ თვეში, 9 მარტს კი, ანალოგიური ამოცანის შესრულებას ქვემძიმე წონის ბრაზილიელი ჩემპიონი ალექს პერეირა შეეცდება, რომლის მეტოქეც მაგომედ ანკალაევი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ დაღესტნელი სპორტსმენი სამხრეთ ამერიკელი მოწინააღმდეგის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი, რაზეც მის მიერ გაკეთებული კომენტარიც მეტყველებს.

რა თქვა ანკალაევმა

ჩემს ცხოვრებაში არავისთვის არ მქონია რაიმეს დაშავების სურვილი, პერეირას კი ნამდვილად მინდა, რომ რაღაც ვატკინო, რადგანაც მისი ვითომ მოკრძალებული ადამიანობა სრული ფალსიფიკაციაა და სხვა არაფერი.

როგორ ვემზადები ბრძოლისთვის? მთებში დავრბივარ, ყინულივით ცივ ტბაში ვბანაობ და შეშას ვჩეხავ. ამ დროს კი პერეირა ცეკვავს და ვიდეოებს ტვირთავს სოციალურ ქსელში, ანუ ისე იქცევა, როგორც ახალგაზრდა გოგონები.

ცნობისათვის, ჩეხმა ირჟი პროჰასკამ განაცხადა, რომ ძალიან სურს მისი მომავალი მეტოქე ალექს პერეირა, ან მაგომედ ანკალაევი იყოს. უკიდურეს შემთხვევაში კი იან ბლაჰოვიჩთან ჩხუბსაც დათანხმდება, რადგან ამ უკანასკნელმა როგორც ბრაზილიელის, ასევე დაღესტნელის წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიძულვილის დამალვა უჭირს - სტრიკლენდმა პერეირაზე ისაუბრა
სიძულვილის დამალვა უჭირს - სტრიკლენდმა პერეირაზე ისაუბრა