ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

სრული ნაგავი იყო - ჩიმაევი სტრიკლენდის წაგებაზე

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართული UFC 312-ის ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა დრიკუს დუ პლესსა და შონ სტრიკლენდს შორის იმაზე ნაკლებად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ვიდრე შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მოელოდნენ. სამხრეთ აფრიკელი ჩემპიონი მოწინააღმდეგეს აშკარად აღემატებოდა და პრაქტიკულად არც ერთ რაუნდში საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დაუყენებია. 

ვარაუდობენ, რომ სწორედ ამას გულისხმობდა ძალიან დიდი ალბათობით, ამ წონაში ქამრის მოპოვების მომავალი პრეტედენტი ხამზატ ჩიმაევი, რომელმაც დღეს გამართულ სატიტულო ორთაბრძოლას სრული ნაგავი უწოდა.

რა თქვა ჩიმაევმა

როგორი დაპირისპირები შედგა? საშინელი, სრული ნაგავი, რომლის ყურებასაც სპორტის ამ სახეობის მოყვარულები არ იმსახურებდნენ. ყველამ კარგად იცის, რომ მე ბრძოლისთვის მზად ვარ. დენა უაითმა განაცხადა, რომ ჩემი და დრიკუს დუ პლესის შეხვედრა შემოდგომაზე შედგება? როდესაც მოინდომებს, მაშინ იყოს. მე საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად ყოველთვის მზად ვარ. 

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი საშუალო წონითი დივიზიონის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომლის მომდევნო შეხვედრაც UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სატიტულო უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები