ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: „საქართველოს სამი ჩემპიონი ეყოლება“

რამდენიმე თვეა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში ქართველების ძლევამოსილი სვლა გრძელდება. როგორც ილია თოფურიამ, ასევე მერაბ დვალიშვილმა მოპოვებული საჩემპიონო ქამრები პირველივე ცდაზე წარმატებულად დაიცვეს. დღეს გამთენიისას კი, ილიას უფროსმა ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველივე შეხვედრა ავსტრალიელ კოლბი თიქნესთან მარტივად, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო.

უფროს თოფურიაზე ყველა ამბობს, რომ ის ამოუწურავი შესაძლებლობების პატრონია, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნებების აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ძლიერია. როდესაც მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ილიას ალექსანდრეს სადებიუტო შეხვედრის შეფასება სთხოვა, „ელ მატადორისგან“ პასუხად მიიღო, რომ თუ ღმერთის ნება იქნება, ძალიან მალე საქართველოს UFC-ის სამი ჩემპიონი ეყოლება.

ცნობისათვის, მომდევნო ქართველი, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციის ეგიდით იჩხუბებს, რომან დოლიძეა, რომელიც 15 მარტს, იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია