ფინალში ჩეხი დაამარცხა | ფურცელაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ ჩეხი მარტინ კრუმიხი დაამარცხა (6:7, 7:6, 6:3) და მიმდინარე წელს პირველი ტურნირი მოიგო.
საბა მსოფლიოს კვალიფიკაციაში 455-ე ჩოგანია და რეიტინგში მასზე დაბალ საფეხურზე მყოფს მოუგო, ჩეხი 556-ე ჩოგანია.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, 1/16-ფინალში საბამ ალექსანდრ ზგიროვსკი (1249) დაამარცხა, 1/8-ფინალში ავსტრიელ ნიკო ჰიფვლს (1177) მოუგო, 1/4-ფინალში დანილ ოსტაპენკოვს (1043) სძლია. რაც შეეხება ნახევარფინალს, ამ სტადიაზე რუმინელ გაბი ადრიან ბოიტანს (373) დაძაბულ შეხვედრაში აჯობა.