ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

ამაშუკელმა საოცარ მატჩში იმსაჯა - ინგლისის დრამატული გამარჯვება

ექვსი ერის მეორე ტურში ინგლისმა საფრანგეთს დაძაბულ შეხვედრაში 26:25 მოუგო. ამ საოცარი თამაშის მთავარი მსაჯი ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იყო.

პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ინგლისი 19:25-ს აგებდა, დარჩენილ დროში თამაში შემოატრიალა და 26:25 გაიმარჯვა.

მიმდინარე გათამაშებაში ინგლისმა პირველად მოიგო.


საფრანგეთისა და ინგლისის აქტივში 6-6 ქულაა, შოტლანდიამ და ირლანდიამ 5-5 ქულა მოიპოვეს, იტალია 4 ქულით მე-5 ადგილზეა, უელსი 1 ქულით აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები