გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ფასდაუდებელი მოთამაშეა | საფეხბურთო ანალიტიკოსი ჩაკვეტაძეზე

საფეხბურთო ანალიტიკოსი და სკაუტი ბენ მატისონი X-ში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერს: „ბურთის წამღები ფეხბურთელები, როგორიც ჩაკვეტაძეა, ფასდაუდებელნი არიან. მათ გუნდი პირველი ორი ფაზიდან პირდაპირ მესამეში გადაჰყავთ’’.

ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, გოლების რაოდენობის მხრივ შთამბეჭდავი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა თამაშზე დიდ გავლენას ახდენს და მის აქტივში 5 საგოლე პასია. საგოლე გადაცემების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.

25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით „უოტფორდს'' დატოვებს.

„ევერტონი და ვულვზი უკვე დაინტერესდნენ მისი შეძენით. 25 წლის ფეხბურთელს ზაფხულში მსურველები აუცილებლად ეყოლება“ - წერს ბრიტანული TEAMtalk-ი.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო თანხა 4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები