გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ბითაძის 9 მოხსნა და 2 ქულა | ორლანდომ სპურსს 1 ქულით მოუგო

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა’’ „სან ანტონიო სპურსი’’ 112-111 დაამარცხა.

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძემ ითამაშა, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 26:21 წუთში 2 ქულა ჩააგდო, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეასრულა, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

„სან ანტონიო სპურსში’’ სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია, მიჩ ჯონსონმა ბოლომდე სკამზე დატოვა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „სან ანტონიო სპურსი'' 22 მოგებითა და 28 მარცხით მე-12 ადგილზეა, შემდეგ მატჩს სტუმრად „ვაშინგტონთან'' გამართავს (11 თებერვალი, 04:00).

დასავლეთ კონფერენციაში „ორლანდო მეჯიქი'' 26 მოგებითა და 28 მარცხით მე-8 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრაში „ატლანტა ჰოუკს'' მიიღებს (11 თებერვალი, 04:00).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 9 ქულა - ტენერიფემ მურსია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
შერმადინის 9 ქულა - ტენერიფემ მურსია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა