შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

ქამარი წარმატებით დაიცვა | დუ პლესიმ სტრიკლენდი დაამარცხა

ავსტრალიაში, UFC 312-ზე საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა, მან შონ სტრიკლენდი დამაჯერებლად, მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

დუ პლესიმ სტრიკლენდს მეორედ აჯობა და ქამრის დაცვა მეორედ შეძლო.

„ჩემი ჩვევა ასეთია - როდესაც ოქტანგონზე შევდივარ, არ ვეჩერდები, სანამ არბიტრი არ გამაჩერებს. შემიძლია მოწინააღმდეგეს სახეში 10 წუთი გაუჩერებლად მივაყენო დარტყმები. მე, როგორც თანამედროვე გლადიატორი საკუთარ თავს: „მზად ვარ რომ ბრძოლის დროს მოვკვდე? ულაპარაკოდ. მზად ვარ მეტოქე საკუთარი ოჯახის წევრების თვალწინ მოვკლა? დიახ და ამიტომაც ვარ მსოფლიოს ჩემპიონი“ - განაცხადა დრიკუს დუ პლესიმ სტრიკლენდთან შეხვედრამდე.

მათი პირველი ჩხუბი 2024 წლის იანვარში, UFC 294-ზე გაიმართა და სამხრეთ აფრიკელმა არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები