ალექსანდრე თოფურია, კოლბი თიქნესი
Aa
Aa

„კონკისტადორმა UFC დაიპყრო“ - ესპანური პრესა ალექსანდრე თოფურიაზე

ესპანური სპორტული გამოცემები UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიას გამარჯვებას ეხმიანებიან.

Mundo Deportivo: ალექსანდრე თოფურიამ UFC 312-ზე კოლბი თიქნესთან სოლიდური გამარჯვებით ავსტრალია დაიპყრო
„ალექსანდრე თოფურიას კარიერა UFC-ში საოცნებო დებიუტით დაიწყო. „ელ კონკისტადორმა“ დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკის ახლო მეგობარი და სპარინგ პარტნიორი კოლბი თიქნესი. მას სამივე რაუნდში აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა როგორც დგომში, ასევე გრეპლინგში და კარდიოში. ესპანელ-ქართველმა მებრძოლმა ნათლად აჩვენა ის პოტენციალი, რომლითაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში შედის“.

El Confidencial: ალექსანდრე თოფურიამ UFC დაიპყრო
„ილია თოფურიას უფროსი ძმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში ბრწყინავდა და კოლბი თიქნესს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. ესპანელ-ქართველი მებრძოლი ბრძოლას სამივე რაუნდის განმავლობაში აკონტროლებდა“.

AS: ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ჩხუბში გაიბრწყინა და ვოლკანოვსკის მოსწავლე მოათვინიერა
„ელ კონკისტადორმა კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში შთამბეჭდავი სადებიუტო ჩხუბი აჩვენა, კუთხიდან კი მას სიამაყით უმცროსი ძმა და მსოფლიო ჩემპიონი ილია თოფურია უყურებდა. ალექსანდრე სერიოზულად და დომინანტურად გამოიყურებოდა, პირველივე რაუნდიდან ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ბრძოლას აკონტროლებდა“.

Sport: ალექსანდრე თოფურიას ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში: კრივის სანახაობა და ერთსულოვანი გადაწყვეტილება!
„ელ კონკისტადორმა“ აჩვენა, რომ საკმარისზე მეტი ტალანტი აქვს იმისთვის, რომ UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში სახელი გაითქვას და თავისი ადგილი დაიმკვიდროს“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია