ალექსანდრე თოფურია, კოლბი თიქნესი
Aa
Aa

MARCA: ალექსანდრე თოფურიამ გაიბრწყინა

UFC 312-ზე, რომელიც სიდნეიში გაიმართა ალექსანდრე თოფურია კოლბი თიქნესს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ალექსანდრეს შესახებ დაწერა.

MARCA:

„UFC-ში გამარჯვება ადვილი არ არის. პირიქით, ძალიან რთულია, მაგრამ ალექსანდრე თოფურიამ ეს შეძლო და დებიუტში ურთულესი ბრძოლა მოიგო. მას მსაჯებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. ალექსანდრე ყველაფერს აკონტროლებდა და მთელი თავისი რეპერტუარი აჩვენა. პირველი რაუნდი მთლიანად თოფურიას უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე ძლიერი დარტყმა და ყველაფერს ნათელი მოეფინა.

დასრულება არ გამოსდიოდა, მაგრამ უპირატესობა მთლიანად ალექსანდრეს მხარეს იყო. მას მთლიანად დომინირებდა სურდა და საბოლოო ჯამში კოლბი დასაჯა. კუთხეებში დუელი ქართველმა მოიგო, სადაც მას თავისი ძმა ილია ამხნევებდა. იქ ასევე გურამ ქუთათელაძე და მერაბ დვალიშვილი იყვნენ. ალექსანდრე თოფურიამ გაიბრწყინა, სასტიკი რეპერტუარი აჩვენა და UFC-ში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა.“

შეგახსენებთ, რომ როგორც ალექსანდრესთვის, ისე მისი მეტოქისთვის ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იყო. თიქნესმა მანამდე გამართული 7-ივე ბრძოლა მოიგო, ხოლო „ელ კონკისტადორს“ 6 ჩხუბიდან 5 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრეს სეკუნდანტი მისი უმცროსი ძმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, ხოლო თიქნესის - ალექსანდრ ვოლკანოვსკი იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია