ალექსანდრე თოფურია, კოლბი თიქნესი
Aa
Aa

„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, პასუხისმგებლობას გრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია

ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესის დამარცხების შემდეგ UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში პრომოუშენში თავისი სადებიუტო ჩხუბი შეაფასა.

რა თქვა ალექსანდრემ: 

„მთელი კვირა ძალიან ემოციური იყო. კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ვიტყვი სიმართლეს: როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ზეწოლა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოლოდინი, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა.

მოვიგე, ამიტომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვიგრძნობდი თავს წაგების შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს იყო ნამდვილი შერეული ორთაბრძოლები: ჩხუბი დგომში, თეიქდაუნები, კონტროლი პარტერში. მოდით, ვისაუბროთ მეტოქეზე, ის ძალიან გაბრაზებული იყო და სურდა, ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩემზე ძლიერია. მას მოგება სურდა და ეს მეც ვიგრძენი.

ძალიან კარგი ჩხუბი გამოვიდა, ვფიქრობ, ის UFC-სთან კონტრაქტს იმსახურებს. არა იმიტომ, რომ მე მოვიგე, არამედ იმიტომ, რომ მას მებრძოლი სული აქვს. თიქნესი ძალიან კარგი ადამიანია, თუ ოდესმე ესპანეთში აღმოჩნდება, უბრალოდ ჩემი სახელი ახსენოს და მას ჩემს სახლში მოიყვანენ. ვპირდები, რომ ესპანეთში კარგ დროს გაატარებს.

ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება და დამტკიცება მსურდა. მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ: ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის, ჩემი პრინციპებისთვის. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი“ - ალექსანდრე თოფურია
„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი“ - ალექსანდრე თოფურია