ალექსანდრე თოფურია, კოლბი თიქნესი
Aa
Aa

„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი“ - ალექსანდრე თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესის დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალექსანდრემ: 

„ხანდახან რეალობა ჩვენი სურვილებისგან განსხვავდება. კოლბიმ კარგი ჩხუბი აჩვენა, შესანიშნავი მეტოქეა და ვფიქრობ, რომ ის UFC-ისთან კონტრაქტს იმსახურებს.

როდესაც ჩხუბისთვის ვემზადები, ვიცი, რომ სტრატეგია აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ ხანდახან ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. მე MMA-ის მებრძოლი ვარ, და არა მოკრივე - ხანდახან დარტყმებს ვიყენებ, ხანდახან კი ჭიდაობას. ამიტომ დღეს ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი.

ის ამბობდა, რომ ღრმა წყლებში შემიყვანს, ახლა ხომ ვხედავთ, ვინ აღმოჩნდა ღრმა წყლებში“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს“ - თიქნესი თოფურიაზე
„ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს“ - თიქნესი თოფურიაზე