ალექსანდრე თოფურია, კოლბი თიქნესი
Aa
Aa

პირველი მოგება UFC-ში | ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი დაამარცხა

UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგა - „ელ კონკისტადორმა“ სუპერმსუბუქი წონის ავსტრალიელი მებრძოლი, კოლბი თიქნესი დაამარცხა.

ჩხუბი სამ რაუნდს გაგრძელდა - ალექსანდრემ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო (30–27, 30–27, 30–27).

შეგახსენებთ, რომ როგორც ალექსანდრესთვის, ისე მისი მეტოქისთვის ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იყო. თიქნესმა მანამდე გამართული 7-ივე ბრძოლა მოიგო, ხოლო „ელ კონკისტადორს“ 6 ჩხუბიდან 5 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრეს სეკუნდანტი მისი უმცროსი ძმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, ხოლო თიქნესის - ალექსანდრ ვოლკანოვსკი იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: მახაჩევთან სანტიაგო ბერნაბეუზე ჩხუბი იდეალური იქნებოდა
თოფურია: მახაჩევთან სანტიაგო ბერნაბეუზე ჩხუბი იდეალური იქნებოდა