„მომენტები უკეთ უნდა გამოვიყენოთ“ - სიმეონე მადრიდულ დერბიზე
„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ფრედ დასრულებული მადრიდული დერბი (1:1) შეაფასა.
არგენტინელი სპეციალისტის თქმით, პირველ ტაიმში მის გუნდს მომენტები უკეთ უნდა გამოეყენებინა.
რა თქვა სიმეონემ:
„მსაჯობა სამართლიანი იყო. სებალიოსის მომენტს ზოგიერთები წითელ ბარათად შეაფასებდნენ, ასე რომ... ვფიქრობ, იყო სიტუაციები, სადაც უკეთ უნდა გვემოქმედა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.
პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოსთან სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ, ისეთი სიმწვავე ვერ დავინახე, როგორიც წინა მატჩებში იყო.
მეორე ტაიმში გვქონდა რამდენიმე კონტრშეტევა, რომელთა უკეთესად დასრულებაც შეგვეძლო და სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი.
სატურნირო ცხრილში კარგი მოცემულობა გვაქვს. „ბარსელონა“ საუკეთესო გუნდია, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ. თუ ისინი „სევილიას“ მოუგებენ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბება“.
შეგახსენებთ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მადრიდულ დერბი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 35-ე წუთზე პენალტით ხულიან ალვარესმა გახსნა, 50-ზე კი კილიან მბაპემ წონასწორობა აღადგინა.
23 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით „რეალი“ ლიდერობს. „ატლეტიკო“ „სამეფო კლუბს“ 1 ქულით ჩამორჩება, „ბარსელონა“ კი 5-ით, თუმცა კატალონიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.