ილია თოფურია, რომან დოლიძე, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ვფიქრობ, ილია მზადაა“ | დოლიძე მახაჩევი VS. თოფურიაზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ Home of Fight-თან ინტერვიუში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.

რა თქვა დოლიძემ:

„ილია ძალიან ძლიერი და კარგად გაწვრთნილი მებრძოლია. ყველას აქვს სუსტი მხარეები, მაგრამ ილიას კარგი გრეპლინგი და კარგი ჭიდაობა აქვს. ვფიქრობ, ის ისლამთან საჩხუბრად მზადაა. იმედია, ეს ბრძოლა შედგება, იმიტომ რომ ილია ძალიან ნიჭიერია“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ჩხუბზე დღეს თავად ილია თოფურიამაც ისაუბრა. „ელ მატადორის“ თქმით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მახაჩევთან ჩხუბის გამართვა იდეალური იქნებოდა.

ცნობისთვის, ილია ქვემსუბუქი წონის, ხოლო ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონის ჩემპიონია. ილიამ ბოლოს გასული წლის ოქტომბერში იჩხუბა, როდესაც ქამრის პირველი დაცვა გამართა და მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

რაც შეეხება მახაჩევს, მან საჩემპიონო ქამარი უკვე ოთხჯერ დაიცვა. მისი ბოლო მეტოქე 18 იანვარს გამართულ ჩხუბში ბრაზილიელი რენატო მოიკანო იყო, რომელსაც მახაჩევმა პირველივე რაუნდში მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივეს საოცარი უნარები აქვს, მაგრამ...“ | ბისპინგი მახაჩევი VS თოფურიაზე
„ორივეს საოცარი უნარები აქვს, მაგრამ...“ | ბისპინგი მახაჩევი VS თოფურიაზე