გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 9 ქულა - ტენერიფემ მურსია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე მურსიას ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 78:77 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგაზე გაძევების შემდეგ, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მოგვევლინა და პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 9 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შერმადინმა 3-ჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ყველა ზუსტი აღმოჩნდა. 4 საჯარიმო ტყორცნიდან კი 3 ჩააგდო. ხუთივე მოხსნა საკუთარ ფარზე შეასრულა და ჯამში ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ტენერიფეს 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, შერმადინის გუნდი ბადალონას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსის ზედიზედ მეოთხე მარცხი - შენგელიას 17 ქულა
ვირტუსის ზედიზედ მეოთხე მარცხი - შენგელიას 17 ქულა