ბრწყინვალე გამარჯვება: ანა ჯაფარიძის ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება: ანა ჯაფარიძის ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე

პარა ტაეკვანდოში, თურქეთის ღია პირველობაზე ანა ჯაფარიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ანამ მიმდინარე წელს საქართველოს პარაოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, 2024 წლის პარაოლიმპიადაზე ქართველებს შორის ოთხი ბრინჯაოს მედლიდან სამი მანდილოსნების ანგარიშზე იყო, ნამდვილი სიურპრიზი და ტურნირის აღმოჩენა გახდა საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 19 წლის  ანა ჯაფარიძე, რომელიც საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა.

ანამ პარაოლიმპიადაზე -52 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები