ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა | ზურიკოს მაგარი მატჩი რენთან

ლიგა 1-ის მე-21 ტურში „სენტ-ეტიენმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი იცავს, „რენს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. „მწვანეებმა“ მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდეს (2 ფრე, 3 წაგება) - ბოლოს დავითაშვილის გუნდმა გამარჯვება 4 იანვარს, „რეიმსთან“ მატჩში იზეიმა.

მე-16 წუთზე არნო კალიმუენდომ სტუმრები დააწინაურა და პირველი ნახევარიც სწორედ „რენის“ მინიმალური უპირატესობით დასრულდა. შეცვლაზე შესულმა მამადუ ნაგიდამ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება დავითაშვილს, ეირიკ ჰორნელანდმა ის ძირითადში ათამაშა და 85-ე წუთზე შეცვალა. ქართველ გარემარბს მეორე ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, ერთ შემთხვევაში კი გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა.

ზურიკომ Sofascore-ისგან 6,8-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა (4-დან), ბურთთან 47 შეხება, 27-დან 20 ზუსტად შესრულებული პასი (74%), 10-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 4-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 15 დაკარგული ბურთი.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები:

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დავითაშვილს ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენის“ მაისურით 19 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

21 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 18 ქულა აქვს და ამ დროისთვის ზურიკოს გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 15 თებერვალს, გასვლაზე, „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარისკენ ორჯერ დაარტყა | ბუდუს ჰაიდენჰაიმის ზედიზედ მე-4 მარცხი
კარისკენ ორჯერ დაარტყა | ბუდუს ჰაიდენჰაიმის ზედიზედ მე-4 მარცხი