უელსზე წინ - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ისტორიული შედეგი
Aa
Aa

უელსზე წინ - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ისტორიული შედეგი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალა“ არენაზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიდერლანდებს უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად 6 ლელოს დადებით 40:7 დაამარცხეს, რის შემდეგაც მსოფლიო თასზე (2027) ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ამის პარალელურად, კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. უელსის ნაკრებმა იტალიასთან წააგო, რის შედეგადაც, განახლებულ მსოფლიო რეიტინგში ბორჯღალოსნები უელსზე წინ იქნებიან, რაც ჩვენთვის ისტორიული შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მინიმალურზე მინიმალურია, ფაქტი უცვლელია და საქართველოს ნაკრებმა ახალი ისტორია დაწერა. ამ მომენტისთვის, საქართველო მე-11 პოზიციაზე 73.85 ქულით იმყოფება, ხოლო უელსი მეთორმეტეზე 73.75 ქულით მოგვევლინა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა, ევროპამ დამატებით ორი ადგილი მიიღო და შესაბამისად, ავსტრალიაში 2025 წლის რაგბი ევროპის ოთხივე თასის ნახევარფინალისტი გაემგზავრება, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

ასევე შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან ლელოს ავტორები თორნიკე კახოიძე, ვასილ ლობჟანიძე, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, ბექა საღინაძე, გიორგი ჯავახია გახდნენ.

მსგავსი სიახლეები