არსენალი, უილიამ სალიბა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ოცნების ტრანსფერი“ - ზაფხულში რეალი სალიბას უმიზნებს

მადრიდის რეალს, რომ დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. უმძიმესი ტრავმები აქვთ ედერ მილიტაოს და დანი კარვახალს.

საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დავიდ ალაბა დაბრუნდა, თუმცა ისევ ტრავმა მიიღო და 3 კვირა იუქმებს. არის ალბათობა, რომ ავსტრიელი უკანახაზელი ოპტიმალურად ფორმაში ვეღარ ჩადგება და რეალისთვის სასარგებლო აღარ იქნება. იგივე საშიშროებაა დანი კარვახალის შემთხვევაშიც, თუმცა ყველაფერი მის სწორ რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული.

ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, სამეფო კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი დასჭირდება, რომელიც ანტონიო რუდიგერს შეუწყვილდება.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ბლანკოსის ოცნების ტრანსფერი უილიამ სალიბაა. მადრიდელები ფრანგი უკანახაზელის გადაბირებას ზაფხულში ეცდებიან.

23 წლის ცენტრალური მცველის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 80 მილიონი ევროა, თუმცა დიდი ალბათობით მეთოფეები გაცილებით მეტს მოითხოვენ.

უილიამ სალიბა არსენალში 2019 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 116 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
LEquipe: ისტორია დაიმახსოვრებს, რომ ეს კლასის დემონსტრირება იყო
LEquipe: ისტორია დაიმახსოვრებს, რომ ეს კლასის დემონსტრირება იყო