გიორგაძეს ჰაიდუკში აკვირდებიან | 15 წლის მცველმა ამხანაგურ მატჩში ითამაშა
CrystalSport-ის ცნობით, 15 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა გიორგაძე სპლიტის „ჰაიდუკში'' სინჯებზეა, 17-წლამდე გუნდში ვარჯიშობს. მთავარი გუნდის მწვრთნელები და სკაუტები აკვირდებიან, ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ლუკას გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით.
გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული „ჰაიდუკის'' პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოა, გასულ სეზონში გუნდმა ხორვატიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.
ლუკამ „ჰაიდუკის'' 17-წლამდე გუნდის რიგებში ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 90 წუთი ითამაშა. ლუკა 2 დღეა სპლიტშია და საერთო ჯამში სინჯები 10 დღე გაგრძელდება.
ლუკა საქართველოს 16-წლამდე ნაკრების წევრია. სანდრო კობახიძის გაწვრთნილ ნაკრებში გასული წლის ოქტომბერში სამი მატჩი ჩაატარა, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სასტარტოში იყო, ყირგიზეთთან - ცვლილებაზე გამოვიდა.
ლუკას მთავარი პოზიცია: მარჯვენა მცველი
ალტერნატიული პოზიცია: მარჯვენა ნახევარმცველი
სიმაღლე: 1,72 მ.
წყალტუბოს „სამგურალის'' საკუთრებაა და ამჟამად ქუთაისის სფფ-ის აკადემიაში ვარჯიშობს/თამაშობს.