ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

კარისკენ ორჯერ დაარტყა | ბუდუს ჰაიდენჰაიმის ზედიზედ მე-4 მარცხი

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ფრაიბურგმა'' ვინჩენცო გრიფოს გოლით „ჰაიდენჰაიმი'' 1:0 დაამარცხა.

ბუდუ ზივზივაძის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი დათმო, 18-გუნდიან ჩემპიონატში 14 ქულით მე-16 ადგილზეა.

30 წლის ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, ბუნდესლიგაში ეს მისი მე-6 მატჩი იყო, „ჰაიდენჰაიმში'' სადებიუტო გოლი ჯერ არ გაუტანია.

მატჩის წინ „ჰაიდენჰაიმის'' მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენციაზე ბუდუზე ისაუბრა:„დიახ, ბუდუს გოლის გატანა ნამდვილად სჭირდება. მას თავისი შანსები დორტმუდნთან და აუგსბურგთანაც ჰქონდა. ზივზივაძე ფორვარდია და ამის გამო შფოთავს. მას ბევრი პლუსი გააჩნია და მხოლოდ გოლების გამო არ დაგვიმატებია''.

„ჰაიდენჰაიმს’’ შეტევის განვითარება ძალიან უჭირდა, ნახევარდაცვაში „ფრაიბურგს’’ უპირატესობა ჰქონდა, დომინირებდა.

პირველ ტაიმში ბუდუმდე ბურთი იმდენად იშვიათად და რთულად მიდიოდა, რომ ქართველმა ფორვარდმა პირველი პასი 34-ე წუთზე შეასრულა. პირველ ტაიმში ბურთთან მხოლოდ 12 შეხება ჰქონდა, 5-დან 3 პასი ზუსტი იყო.

შესვენებამდე გოლის გატანის მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა მცველს სისწრაფეში ვერ აჯობა და კარისკენ ვერ დაარტყა, თანაგუნდელს ქუსლით მისცა პასი. სწრაფი გარემარბისთვის იდეალური მომენტი იყო.

„ჰაიდენჰაიმი'' მეორე ტაიმში გააქტიურდა, 59-ე წუთზე ბუდუმ კარისკენ თავით დაარტყა და მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ბუდუმ კარისკენ მეორე ზუსტი დარტყმა 79-ე წუთზე შეასრულა, თუმცა ეს ბურთი მეკარისთვის მარტივად ასაღები იყო.

 22-ე ტურში, 16 თებერვალს, „ჰაიდენჰაიმი'' მე-7 ადგილზე მყოფ „მაინცს'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩამ თავისი მომენტი ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„ხვიჩამ თავისი მომენტი ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია