დავით ნინიაშვილი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

საქართველომ ნიდერლანდებს მოუგო და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალა“ არენაზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიდერლანდებს უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად 6 ლელოს დადებით 40:7 დაამარცხეს, რის შემდეგაც მსოფლიო თასზე (2027) ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მას შემდეგ რაც მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა, ევროპამ დამატებით ორი ადგილი მიიღო და შესაბამისად, ავსტრალიაში 2025 წლის რაგბი ევროპის ოთხივე თასის ნახევარფინალისტი გაემგზავრება, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს მთელი შეხვედრის განმავლობაში არანაირი შანსი არ მისცა და ლამაზ სტილში დაგეგმილი გამარჯვება გაიფორმა.

ლელოს ავტორები თორნიკე კახოიძე, ვასილ ლობჟანიძე, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი მამაიშვილი, ბექა საღინაძე, გიორგი ჯავახია გახდნენ.

40:0-ის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ვიდეო რეფერიმ კიდევ 2 დადებული ლელო გაუუქმა. საბოლოოდ, სტუმრებმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს და შეხვედრაც ასე დასრულდა.

მე-3 ტურის შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 16 თებერვალს სტუმრად ესპანეთთან გამართავენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ტიტულის დაცვა ერთი კვირის წინ დაიწყო და შვეიცარიას რეკორდული სხვაობით, 110:0 სძლია, ნიდერლანდები კი ესპანეთში 24:53 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
LEquipe: ისტორია დაიმახსოვრებს, რომ ეს კლასის დემონსტრირება იყო
LEquipe: ისტორია დაიმახსოვრებს, რომ ეს კლასის დემონსტრირება იყო