ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

LEquipe: ისტორია დაიმახსოვრებს, რომ ეს კლასის დემონსტრირება იყო

პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe გამოეხმაურა.

„ისტორია დაიმახსოვრებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გატანილი პირველი გოლი ნამდვილი კლასის დემონსტრირება იყო. მან მცველებს ზურგს უკან სივრცეში ბარკოლასგან პასი მიიღო, ხვიჩამ ჯერ კაიო ენრიკეს ზეწოლას გაუძლო, შემდეგ კი ტექნიკური ცრუმოძრაობით მონეგასკები დასაჯა.

კვარაცხელიას მხრიდან გოლის ასე აღნიშვნა იმაზეც მეტყველებს, რომ ეს მისთვის განთავისუფლება იყო. 70 მილიონად შეძენილი ხვიჩა ადასტურებს, რომ მან ადაპტაცია გაიარა. კვარა ლუის ენრიკეს მრავალფეროვან სათამაშო სტილს ემორჩილება და ეტაპობრივად თანაგუნდელების მოძრაობები უკეთ ესმის. ჯერ მისი თამაში თავის რეალურ კლასსა და შესაძლებლობებს არ გვიჩვენებს, თუმცა პროგრესი აშკარად ჩანს“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პსჟ-მ უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც დაარეგისტრირა და მორიგი მატჩი სწორედ ლიგაზე ელით. სამშაბათს, პარიზელები ფლეი-ინის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდებიან (21:45).

კვარა VS მონაკო - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგები მის დაკარგვას ვერ ინელებენ“ - ნეაპოლური მედია კვარაზე
„ქომაგები მის დაკარგვას ვერ ინელებენ“ - ნეაპოლური მედია კვარაზე