თოფურია: მახაჩევთან სანტიაგო ბერნაბეუზე ჩხუბი იდეალური იქნებოდა
ილია თოფურიას, რომ ესპანეთში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ UFC-ის საღამოს გამართვა სურს, ეს ცნობილი ამბავია. „ელ მატადორს“ მადრიდის „რეალის“ საშინაო არენაზე კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირება უნდოდა, შემდეგ იყო ვოლკანოვსკისთან რემატჩის იდეა, ახლა კი „ლოს ბლანკოსის“ არენაზე ისლამ მახაჩევთან ჩხუბის ვარიანტიც გააჟღერა.
„მახაჩევთან ჩხუბი მსურს და იდეალური იქნებოდა ეს ბრძოლა მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულიყო“.
- ამბობს ილია.
ბოლო დროს მართლაც გაიზარდა შანსები და შესაძლოა თოფურია-მახაჩევის ლეგენდარული დაპირისპირება წელსვე ვიხილოთ.
თოფურია თვლის, რომ თუ წონას არ შეიცვლის და ზემოთ არ ავა, მაშინ მისი მომდევნო მეტოქე ალექსანდრო ვოლკანოვსკი უნდა იყოს.
„ქვემსუბუქ წონით დივიზიონში რომ დავრჩე, ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე მეტად სატიტულო ჩხუბს არავინ იმსახურებს და რემატჩი უნდა მივცე“.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის თოფურიას ბალანსი 16-0-ზე აქვს. 33 წლის მახაჩევს კი 27-1-ზე.