ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი: კვარას გუნდში ენდობიან და ის ამ ნდობას ამართლებს

ხვიჩა კვარაცხელიას პირველ პარიზულ გოლს გამოეხმაურა მოსკოვის „ლოკომოტივში“ ქართველის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი, რომელიც თვლის, რომ კვარა პსჟ-ს მოლოდინებს ამართლებს.

„კვარაცხელია პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის ნდობით სარგებლობს და ის ამ ნდობას ამართლებს. გახდება, თუ არა ის გუნდის ლიდერი? ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ უჭირს ჩვეულ დონეზე თამაში. იმის გამო, რომ ის ახალი პარტნიორებით არის გარშემორტყმული, მწვრთნელი თამაშს სხვანაირად აგებს...

პირველ მატჩში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, მესამე შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მეჩვენება, რომ ხვიჩას გუნდში ნდობა აქვს და ისიც მათ იმედებს ამართლებს. ჩემი აზრით, პსჟ-ს ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჰყავს - ბარკოლა, ხვიჩა და დემბელე. მაგრამ სამივე მათგანი როგორღაც უნდა გაერთიანდეს, ერთ მთლიანობად იქცნენ. შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვერსია. მაგრამ ეს საინტერესო პროექტია“,

- ციტირებს სიომინის სიტყვებს Match TV.

კვარაცხელია და პსჟ მორიგ მატჩს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ. ფლეი-ინის პირველ შეხვედრაში პარიზელები სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდებიან. დაპირისპირება 21:45-ზეა ჩანიშნული.

კვარას ყველა მომენტი VS მონაკო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩამ თავისი მომენტი ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„ხვიჩამ თავისი მომენტი ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია