ვიტინია, ნუნუ მენდეში, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი სამ ფეხბურთელს - პსჟ-მ წამყვანი ფიგურები შეინარჩუნა

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის 2027 წლამდე გაგრძელებას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გავრცელდა. თუმცა, „მონაკოსთან“ მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივრებისთვის სიახლე აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის გარდა კონტრაქტის კიდევ სამ ფეხბურთელთან გახანგრძლივება, რომლებიც უკვე დიდი ხანია გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრებად ითვლებიან.

აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია და ნუნუ მენდეში დედაქალაქურ გრანდში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში დარჩებიან და მა ფაქტის აღმნიშვნელი მაისურებით ისინი გუშინდელი შეხვედრის დაწყებამდე „პარკ დე პრენსის“ პუბლიკის წინაშე წარსდგნენ. ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ, პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოთამაშეების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ გუნდი ამ დრომდე წაუგებელია.

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენი“ ერთადერთი გუნდია ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელიც ამ დრომდე არ დამრცხებულა. გუშინდელ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ეფექტური სადებიუტო გოლით ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „ნაპოლიდან“ შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარტივი არაა შუა სეზონში სხვა ქვეყანაში გადახვიდე“ | ვიტინიამ კვარაზე ისაუბრა
„მარტივი არაა შუა სეზონში სხვა ქვეყანაში გადახვიდე“ | ვიტინიამ კვარაზე ისაუბრა