კვარა და სხვები - იანვარში 2,35 მილიარდი დაიხარჯა
ფიფა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დახარჯული თანხის საერთო რაოდენობა გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ ჯამში 5863 ტრანსფერი განხორციელდა, რაშიც 2,35 მილიარდი დაიხარჯა. აღნიშნავენ იმასაც, რომ როგორც ტრანსფერების, ასევე დახარჯული ფულის რაოდენობით 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სარეკორდო აღმოჩნდა.
ყველაზე მეტი 622 მილიონი ახალი მოთამაშეების დასამატებლად ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა გაიღეს. ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდნენ გერმანიის ბუნდესლიგის (295,7 მლნ), იტალიის სერია A-ს (223,8 მლნ), საფრანგეთის ლიგა 1-ის (209,7 მლნ) და საუდის არაბეთის პრო ლიგის (202, 1 მლნ) წარმომადგენლები.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით გამორჩეულია ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა, რომელიც ფრანგებს 70 მილიონი ევრო დაუჯდათ. ასევე აღნიშნავენ ჯონ დურანის „ასტონ ვილადან“ „ალ-ნასრიში“ ტრანსფერს და უზბეკი ცენტრალური მცველის, აბდუკოდირ ჰუსანოვის „მანჩესტერ სიტიში“ ჩარიცხვას.