სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ისევ მამუკელაშვილის გარეშე - სპურსი ჰორნეტსთან დამარცხდა

უკანასკნელი რვა მატჩიდან „სან ანტონიო“ ხუთში დამარცხდა და მიუხედავად ამისა, კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრები სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოჩენის საშუალებას ისევ არ აძლევენ. „სპურსი“ ამჯერად სტუმრად „შარლოტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 116:117 დამარცხდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მამუს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი, მისი თანაკლუბელი სტეფონ კასტლი გახლდათ, რომელმაც 31 წუთში 33 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, „ჰორნეტსის“ რიგებში 25 ქულის, 7 მოხსნისა და 2 ასისტის ავტორი მაილს ბრიჯესი გამოირჩა, ხოლო ლამელო ბოლმა 24 ქულასთან ერთად, 10 ასისტი და 4 მოხსნა მიითვალა, რითაც ორმაგი დუბლი შეასრულა.

დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 49 მატჩის შემდეგ 22 მოგებითა და 27 წაგებით „სან ანტონიო“ 15 გუნდს შორის მე-12 ადგილზეა. მომდევნო ტურში კალათბურთის ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით საინტერესო მატჩია - 9 თებერვალს, „ორლანდო“ „სპურსს“ უმასპინძლებს და შეხვედრა დილის 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისინი ვერაფერს დამაკლებენ - დონჩიჩი დალასზე ნაწყენია
ისინი ვერაფერს დამაკლებენ - დონჩიჩი დალასზე ნაწყენია