ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია
Aa
Aa

„მარტივი არაა შუა სეზონში სხვა ქვეყანაში გადახვიდე“ | ვიტინიამ კვარაზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ვიტინიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. პორტუგალიელი ნახევარმცველი „კვარას“ სადებიუტო გოლს მატჩისშემდგომ ინტერვიუში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 23 წლის თანაგუნდელის წარმატების გამო, გახარებულია.

„ბედნიერი ვართ, რომ ხვიჩამ თავისი პირველი გოლი გაიტანა. ეს მას გაათავისუფლებს. მარტივი არაა, სეზონის შუა ნაწილში სხვა ქვეყნიდან ჩამოხვიდე. გუნდს ძალიან კარგად შეეწყო და თავისუფლება მივეცით, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. იმედი მაქვს, ეს გოლი ბოლომდე გაათავისუფლებს და უკვე ძალიან გვეხმარება“.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები VS მონაკო

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკო“ 4:1 დაამარცხა. კვარაცხელიას გარდა, გოლები ვიტინიამ და უსმან დემბელემ გაიტანეს, სტუმართა მხრიდან კი დენის ზაკარია გამოირჩა. „მონაკოს“ დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს 53 ქულა აქვს და ლიგა 1-ში მომდევნო მატჩი „ტულუზასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore/Whoscored - ხვიჩას შეფასება ცნობილია
Sofascore/Whoscored - ხვიჩას შეფასება ცნობილია