ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„დიდებულია, როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს“ - ენრიკე კვარაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პარიზელთა ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

რა თქვა ლუის ენრიკემ:

„დიდებულია, როდესაც გყავს ისეთი განსაკუთრებული ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა. ვიცოდით, რომ მას გამორჩეული თვისებები აქვს, ამაში დარწმუნებულები ვიყავით. დღეს დავამტკიცეთ, რომ ის გუნდში არის ინტეგრირებული. გუნდი პროგრესირებს. წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, პსჟ-მ კი „მონაკო“ 4:1 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩამ პსჟ-ში 4 მატჩის ჩატარება მოასწრო. მისი მონაგარი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ს 53 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შედევრი სადებიუტო გოლი | კვარამ მონაკოს გაუტანა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო
შედევრი სადებიუტო გოლი | კვარამ მონაკოს გაუტანა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო