ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უბედნიერესი ვარ“ | კვარაცხელიას პირველი კომენტარი სადებიუტო გოლის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, პსჟ „მონაკოს“ დაუპირისპირდა და ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარი ბრწყინვალე სტილში აიღო.

მატჩის შემდეგ, „კვარამ“ მოკლე კომენტარი გააკეთა და საკუთარ მიღწევას გამოეხმაურა: „მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. საუკეთესო შეგრძნებაა ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთი ბრწყინვალე გულშემატკივრების თვალწინ გოლის გატანა.

ბევრი ვიმუშავე, რათა პირველი გოლი გამეტანა და მინდოდა, ეს მალევე მომხდარიყო. ამ საოცარ გუნდთან ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელო. აქ ყველა ძალიან კარგად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენის რიგებში ვთამაშობ. ამით ძალიან ვამაყობ“.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები VS მონაკო

ცნობისთვის, კვარაცხელიას 4 დარტყმა ჰქონდა, 2 დაუბლოკეს, ერთი მეკარემ აუღო, ერთი გაიტანა. ბურთს 48-ჯერ შეეხო, 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 6-დან სამი ორთაბრძოლა მოიგო. ასევე, მისი მონაგარი 2 საკვანძო გადაცემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს“ - თიქნესი თოფურიაზე
„ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს“ - თიქნესი თოფურიაზე