ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

უგოლო ფრე ბრეშაში - ლოჩოშვილი საუკეთესო იყო

„კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადასვლის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. იტალიის სერია B-ს XXV ტურში სალერნოელები სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. ცნობილი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით კი, საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველმა 10-ბალიანი შეფასებით რვა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად იასპარეზა და 90 წუთის განმავლობაში თავისი გუნდის კართან სახიფათო მომენტი 8-ჯერ განმუხტა, 13 ორთაბრძოლიდან 10 მისი გამარჯვებით დასრულდა და მხოლოდ 2-ჯერ დაჯარიმდა. ლუკა ბურთს 68-ჯერ შეეხო, მისი 47 პასიდან 37-მა ადრესატამდე მიაღწია. დრიბლინგის ერთი მცდელობა ჰქონდა, რომელიც წარმატებულად დასრულდა და 8 გრძელი გადაცემიდან 3 ზუსტი აღმოჩნდა.

25 მატჩში დაგროვებული 25 ქულით „სალერნიტანა“ 20-გუნდიან სერია B-ში მეთვრამეტე ადგილზეა. მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, ლუკა ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „კარარეზეს“ შეხვდებიან და მატჩი თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore/Whoscored - ხვიჩას შეფასება ცნობილია
Sofascore/Whoscored - ხვიჩას შეფასება ცნობილია