Sofascore/Whoscored - ხვიჩას შეფასება ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა - პარიზელებმა „პარკ დე პრენსზე“ „მონაკო“ დაამარცხეს - 4:1.
ქართველი ფეხბურთელი „მონაკოსთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, 54ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, პარიზელები დააწინაურა. ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი 67-ე წუთზე შეცვალა.
თამაშის შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემებმა Sofascore-მა და Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელი შეაფასეს. Sofascore-მა კვარაცხელიას 7.8 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.0.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიდან“ ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ს 53 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.