ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

შედევრი სადებიუტო გოლი | კვარამ მონაკოს გაუტანა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 4:1 იმარჯვა, რაშიც წვლილი „კვარამაც“ შეიტანა და პსჟ-ს მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

შეხვედრაში ანგარიში მეექვსე წუთზე გაიხსნა და „პარკ დე პრენსის“ ბინადრები ვიტინიამ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ჭკვიანურად შეასრულა. „მონაკომ“ მე-17 წუთზე, დენის ზაკარიას გოლით გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

54-ე წუთზე, კვარაცხელიას ჯერი დადგა. ბრედლი ბარკოლას გადაცემის შემდეგ, ხვიჩამ ბრწყინვალედ იმოქმედა, მეკარე და მცველი ერთი მოძრაობით მოატყუა და მარცხენა ფეხით გაიტანა. 57-ე წუთზე, თავი უსმან დემბელემ გამოიჩინა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში იმავე დემბელემ დააფიქსირა - 4:1.

კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გატანილი გოლის გარდა, ხვიჩას რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა. პირველი ტაიმის მიწურულს, „კვარამ“ ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა და დეზირე დუე ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 55-ე წუთზე, კვარაცხელიას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები მონაკოსთან მატჩში

ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკას რაც შეეხება, კვარაცხელიას 4 დარტყმა ჰქონდა, 2 დაუბლოკეს, ერთი მეკარემ აუღო, ერთი გაიტანა. ბურთს 48-ჯერ შეეხო, 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 6-დან სამი ორთაბრძოლა მოიგო. ასევე, მისი მონაგარი 2 საკვანძო გადაცემა გახლდათ.

ცნობისთვის, 21 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში დაუმარცხებლად მიდის და მის ანგარიშზე 16 მოგება და 5 ფრეა. ლუის ენრიკეს გუნდს 53 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის ლიდერია და მომდევნო შეხვედრა 16 თებერვალს, „ტულუზასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მკვლელია, ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | პორიე ილია VS მახაჩევზე
„თოფურია მკვლელია, ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | პორიე ილია VS მახაჩევზე