თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსის ზედიზედ მეოთხე მარცხი - შენგელიას 17 ქულა

საკალათბურთო ევროლიგაში „ვირტუსი“ უსუსურ ასპარეზობას განაგრძობს. ბოლონიური კლუბი რეგულარული გათამაშების XXVI ტურში, საკუთარ დარბაზში საფრანგეთის „პარიზს“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უპირატესობა გაანიავა, 6-ქულიანი სხვაობით, 77:83 წააგო და ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია.

ისევე როგორც წინა შეხვედრებში, „ვირტუსის“ შემადგენლობაში ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 29 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ თერთმეტიდან შვიდი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ხუთი მოხსნიდან ხუთივე თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

7 მოგებითა და 19 წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეთექვსმეტე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბოლონიელები 9 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში სტუმრად „ტორტონასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა
ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა