კევინ გარნეტი
Aa
Aa

მათ უმრავლესობას კალათბურთი არ აინტერესებს - გარნეტი თანამედროვე NBA-ს შესახებ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სხვადასხვა კლუბების მოთამაშები ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ბოლომდე დაცული არ იყო, რისი ყველაზე კარგი მაგალითიც განხორციელებული ტრეიდებია. ბუნებრივია, ფეხბურთისგან განსხვავებით, კალათბურთში გუნდების ხელმძღვანელები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს უფრო ხშირად იღებენ, რაზეც ლუკა დონჩიჩის მაგალითიც კარგად მეტყველებს.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მიმართა შეკითხვებით ESPN-ის კორესპოდენტმა ლეგენდარულ კევინ გარნეტს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ NBA-ს მატჩებს ხშირად არ ესწრება, თუმცა ბუნებრივია თვალყურს ადევნებს და შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების თაობაზე გარკვეულწილად საქმის კურსშია.

კევინ გარნეტი

როგორც ჩანს კლუბების მფლობელებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს დომინანტის როლში მოგვევლინონ, რისი დასტურიც დონჩიჩის შემთხვევაა. ამ ყველაფერს რა ემატება იცით? ის ფუნქციონერები, რომელთაც თავის დროზე გუნდები კალათბურთის უსაზღვრო სიყვარულის გამო შეიძინეს, პრაქტიკულად აღარ არსებობენ. ასე მგონია, მატჩებს არც უყურებენ და რომელიმე მოთამაშე გუნდიდან ცუდი სტატისტიკის საფუძველზეც შეუძლიათ გაუშვან. სრული კატასტროფა ხდება.

კევინ გარნეტს კარიერის საუკეთესო პერიოდი „ბოსტონში“ აქვს გატარებული - 2008 წელს ის „სელტიქსის“ რიგებში NBA-ს ჩემპიონი გახდა, ყველა ვარსკვლავის მატჩში კი 15-ჯერ ითამაშა, აქქედან ერთ შემთხვევაში, 2003 წელს ALL STAR-ის MVP-ის პრიზი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
40 წლის ლებრონის 42 ქულა 37 წუთში! ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
40 წლის ლებრონის 42 ქულა 37 წუთში! ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა