ისინი ვერაფერს დამაკლებენ - დონჩიჩი დალასზე ნაწყენია
არამარტო ბოლო წლების, არამედ შესაძლოა მთლიანად NBA-ს ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრეიდი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რომლის მთავარი მოქმედი პირიც ლუკა დონჩიჩი გახლდათ. 25 წლის სლოვენიელი კალათბურთელი, რომლის გარეშეც „დალასის“ წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, „მავერიქსმა“ „ლეიკერსში“ გაუშვა, ხოლო თავად ორი მძიმე ფორვარდი მაქსი კლებერი და მარკიფ მორისი მიიღო.
რამდენიმე სპორტულ მედიაში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე გავრცელდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ლუკა „დალასის“ შეფებმა მისი ზედმეტი წონის გამო გაუშვეს, რომლის კონტროლიც ძალიან უჭირდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი თავად კალათბურთელის პოზიციის მოსმენა საკმაოდ საინტერესო იყო.
ლუკა დონჩიჩი
ასეთი რაღაც ადრეც გამოვლილი მაქვს და მსგავსი ჭორები ჩემს რეპუტაციას ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებს. ველოდები „მავერიქსის“ ხელმძღვანელების მხრიდან განცხადების გაკეთებას, სადაც ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავში შესაძლოა ცუდი აზრები მომივიდეს. რას ვუპასუხებ კრიტიკოსებს? მირჩევნია ეს ყველაფერი პარკეტზე გავაკეთო, როგორც ამას ყოველთვის ვამჯობინებდი.
ინტერვიუს დასასრულს, სლოვენიელს ახალ კლუბთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებზე ჰკითხეს, რაზეც მან ერთმნიშვნელოვნად მიუგო, რომ მათ წინააღმდეგ ასპარეზობას, აშკარად სჯობს „ლეიკერსის“ წევრი და ლებრონის თანაგუნდელი იყო.