რეალმა ვინისიუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო
„რეალი“ და ვინისიუს ჟუნიორი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელი გარემარბის აგენტები „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალ კონტრაქტზე მათი წინადადება მოისმინეს.
Relevo-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტებს „რეალის“ მიერ შემოთავაზებული ხელფასი არ მოეწონათ. გამოცემა წერს, რომ შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ხოლო უფრო დეტალურად მოლაპარაკებები ზაფხულში გაგრძელდება.
Relevo-ს ინფორმაციით, „რეალში“ ესმით, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა მადრიდელთა ხელმძღვანელობა განსაკუთრებული ზომების მიღებას და დამკვიდრებული სახელფასო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს.
ცნობისთვის, ვინისიუსის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში იწურება. მედიაში აქტიურად იწერება საუდის არაბეთის კლუბების, კერძოდ კი, „ალ-აჰლის“ ინტერესის შესახებ, სადაც ვინისიუსს 1 მილიარდ ევროს, „რეალს“ კი ბრაზილიელის სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს სთავაზობენ.