ვინ იქნება დვალიშვილის მეტოქე - იანი მერაბთან გამოირიცხა
უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2025 წელს მას კიდევ სამი ბრძოლის ჩატარება სურს, რის გამოც ახლა სერიოზული მარჩიელობა მიდის იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის მეტოქე.
უმარის ხელის მოტეხილობიდან გამომდინარე, რის გამოც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ის ივლისამდე ვეღარ იჩხუბებს, ხოლო შონ ომალი, როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ოქტაგონზე დაბრუნებას ჯერჯერობით არ ჩქარობს, ქართველი „მანქანის“ ყველაზე სერიოზულ ოპონენტად პიოტრ იანს მიიჩნევდნენ, მაგრამ ეს ვარიანტიც გამოირიცხა, რადგან რუსი მებრძოლის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ იანი რეალითი-შოუშია დაკავებული და ჯერჯერობით UFC-სთვის ვერ მოიცლის.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო რეალური ხდება ალეშანდრე პანტოჟასთან შეხვედრის ვარიანტი, რომელიც უმსუბუქეს წონაშია ქამრის მფლობელი და ორი დივიზიონის ჩემპიონობა და მერაბთან ჩხუბი სურს.