ილია თოფურია, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„ორივეს საოცარი უნარები აქვს, მაგრამ...“ | ბისპინგი მახაჩევი VS თოფურიაზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მაიკლ ბისპინგმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. ბიპსინგის თქმით, „ელ მატადორს“ მახაჩევთან გაუჭირდება, მაგრამ თუ ვინმეა, ვისაც ისლამის დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა.

„ილიასა და მახაჩევის ორთაბრძოლა დაუჯერებელი ჩხუბი იქნებოდა. თოფურიამ, ძალიან მცირე დროში, დიდ პროგრესს მიაღწია და ეს შთამბეჭდავია, მაგრამ მას ისლამიც არ ჩამოუვარდება. მახაჩევის გაკრიტიკება შეუძლებელია. ის წარმატებას საოცარი ჭიდაობით აღწევს და სტრაიკინგს რეგულარულად ანვითარებს.

ილია მახაჩევს გაბარიტებით ჩამოუვარდება და როცა ორივე მებრძოლს საოცარი უნარები აქვს, იმარჯვებს ის, ვინც ფიზიკურად უფრო დიდია. თუმცა, თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ წესის დარღვევა შეუძლია, ეს ილია თოფურიაა“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ ავსტრალიაში იმყოფება, სადაც მისი ძმა, ალექსანდრე UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას გამართავს. ღონისძიებამდე, ილიას რამდენიმე ინტერვიუ ჩამოართვეს და თოფურიამ აღნიშნა, რომ მისი სურვილი მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა და მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები