ლუის ენრიკე
Aa
Aa

ხვიჩას ენრიკე კიდევ რამდენიმე წელი გაწვრთნის - ახალი კონტრაქტი ესპანელს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებმა ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოცნების ასრულება და ჩემპიონთა ლიგის მოგება დედაქალაქურ გრანდმა ჯერჯერობით ვერც ასტურიელი სპეციალისტის მეთაურობით ვერ შეძლო, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მიიჩნევს, რომ ენრიკე „სენ-ჟერმენისთვის“ ყველაზე შესაფერისი დამრიგებელია და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მისი წარმატებული მუშაობის დიდი იმედი აქვს.

ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობისა და პირობების შესახებ კონკრეტული ინფორმაციები არ ვრცელდება, თუმცა იმას დაზუსტებით ამბობენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, „მონაკოსთან“ მატჩის დასრულებისთანავე გამოცხადდება. „სენ-ჟერმენში“ ახლახანს გადასული ხვიჩა კვარაცხელია ესპანელი მწვრთნელის დიდი სიმპათიებით სარგებლობს, რადგან მან სამივე შეხვედრაში 23 წლის ქართველი ძირითადში დააყენა და პრესის წარმომადგენლებს მისი გაკრიტიკების საშუალებას არ აძლევს.

ენრიკეს ხელმძღვანელობით დედაქალაქელებმა თითოჯერ ლიგა 1 და საფრანგეთის თასი, ორჯერ კი ქვეყნის სუპერ თასი მოიგეს. მის სამწვრთნელო კარიერაში კი საუკეთესო უდავოდ 2015 წელი გახლდათ, როდესაც „ბარსელონას“ ტრიპლეტი შეასრულებინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
2025 წლის ტრანსფერები - ხვიჩა ღირებულებით მესამეა
2025 წლის ტრანსფერები - ხვიჩა ღირებულებით მესამეა