რუსებზე ვნადირობ - ოლივეირას უმართან ჩხუბი სურს
UFC-ის ბრაზილიელი მებრძოლი ვინისიუს ოლივეირა მოუთმენლად ელის, როდის ჩაუნიშნავს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი მორიგ ბრძოლას, რადგან ბოლო პერიოდში ის არაჩვეულებრივ ფორმაშია და ოქტაგონზე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს. სანამ ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება, ვინისიუსი ვარაუდის დონეზე საუბრობს და თუ ადრე მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირების სურვილს გამოთქვამდა, ამჯერად უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია.
რა თქვა ოლივეირამ
უმარს ჩემთან ჩხუბის ეშინია, რადგან იცის რომ როგორც პარტერში, ასევე დგომში ძალიან ძლიერი ვარ. მას ჩემი სტილის წაკითხვა არ შეუძლია და ეს ჩემი კიდევ ერთი უპირატესობაა, რომელიც ჩვენი დაპირისპირების შემთხვევაში თვალნათლივ გამოჩნდება.
არ ვიცი ეშინია თუ არა ჩემი, მაგრამ აუცილებლად უნდა შეეშინდეს, რადგან როდესაც თვალებში ჩამხედავს, ჩემს შიგნით მყოფ დემონს დაინახავს, რომელიც რუსებზე ნადირობს და რუსებზე მონადირედ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ერთ ნურმაგომედოვს, საიდს, ოლივეირა რამდენიმე დღის წინ უკვე დაუპირისპირდა და დაღესტნელი მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.